BTS / ბითიესი

Go down

BTS / ბითიესი

Post by Admin on Tue Jan 16, 2018 8:05 pm

BTS (კორ. 방탄소년단?, Bangtan Sonyeondan, ბანთან სონიონდან), აგრეთვე ცნობილი როგორც Bangtan Boys ან Beyond The Scene — შვიდი მონაწილისგან შემდგარი სამხრეთ კორეული ჯგუფი, რომელიც დააარსა კომპანია Big Hit Entertainment-მა. ჯგუფის დებიუტი შედგა 2013 წლის 12 ივნისს სიმღერით „No More Dream“. მათი პირველი ალბომია 2 Cool 4 Skool, რომლისთვისაც ჯგუფს მიენიჭა რამდენიმე ჯილდო წლის ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, მათ შორის – 2013 წლის Melon Music Awards-ზე, ოქროს დისკის დაჯილდოებაზესა და 2014 წლის სეულის მუსიკალურ დაჯილდოებაზე. ჯგუფმა განაგრძო მნიშვნელოვანი კარიერული აღმასვლა შემდგომი ალბომების საშუალებით – Dark & Wild (2014), The Most Beautiful Moment in Life, Part 2 (2015) და The Most Beautiful Moment In Life: Young Forever (2016)[3], მათი ბოლო ორი ალბომი კი „Billboard 200“-შიც მოხვდა. The Most Beautiful Moment In Life: Young Forever 2016 წლის Melon Music Awards-ზე წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს.

ჯგუფის მეორე სრულმა ალბომმა Wings (2016) „Billboard 200“-ში 26-ე ადგილი დაიკავა, რაც კორეული პოპის ჟანრის ალბომებს შორის ყველაზე დიდი მიღწევაა. ამავდროულად, უშუალოდ სამხრეთ კორეაში Wings ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა Gaon Album Chart-ის ისტორიაში. ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონზე მეტი ალბომი, რაც BTS-ის კარიერაში პირველი „მილიონიანი გაყიდვა“ იყო. სულ მალე ამას მოჰყვა 2016 წლის Mnet Asian Music Awards-ზე წლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდოც.

ჯგუფის უახლესმა ნამუშევარმა Love Yourself: Her (2017) მსოფლიოს 73 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა iTunes-ში, ხოლო Billboard 200-ში – მე-7, რაც აზიელი შემსრულებლების ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილია მუსიკალურ ჩარტებში. ჯგუფმა აგრეთვე შეძლო ახალი ალბომის წამყვანი სინგლით „DNA“ Billboard Hot 100-ში მოხვედრა და თავდაპირველად 85-ე, შემდეგ კი 67-ე ადგილის დაკავება. Love Yourself-ის 1.2 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა გამოსვლიდან პირველივე თვეში, რითაც დისკა მოიპოვა Gaon-ის ჩარტის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტული და G.o.d-ის ალბომის შემდეგ (2001) გახდა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი კორეული ალბომი. საერთო ჯამში, BTS-ს თავისი კარიერის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 5.5 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

BTS ცნობილია სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით, რის გამოც იგი 2016 წლის მარტში[14] „Forbes“-მა Twitter-ში შეტყობინებების სხვა მომხმარებელთა მიერ გაზიარებების მხრივ ყველაზე აქტიურ შემსრულებლად დაასახელა. ამის შემდეგ, Twitter-მა გამოუშვა პირველი K-Pop ემოჯი, რომელიც BTS-ს გამოსახავდა[15]. 2017 წელს BTS-მა გაიმარჯვა „Billboard Music Award“-ზე საუკეთესო სოციალური შემსრულებლის კატეგორიაში[16]. 2017 წლის ივნისში, ჟურნალმა „Time“ ჯგუფი დაასახელა ინტერნეტში 25 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის[17]. BTS-ის მიღწევების დამსახურებით 2017 წელს ჯგუფი ასევე მოხვდა „Forbes Korea Power Celebrity“-ს სიის მე-5 ადგილზე – ეს არის სამხრეთ კორეელი ყველაზე გავლენიანი ცნობილი პიროვნებების ჩამონათვალი.



ჯგუფის სახელწოდება

სახელი BTS არის აკრონიმი, ერთგვარი შემოკლება კორეული სახელისა „Bangtan Sonyeondan“ (კორ. 방탄소년단, ბანთან სონიონდან), ინგლისურად Bulletproof Boy Scouts, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ტყვიაგაუმტარ ბოისკაუტებს“.


2017 წელს BTS-მა ჯგუფის ლოგოსა და ინგლისური სახელის რებრენდინგი გააკეთა, რის შემდეგაც ინგლისურად BTS-ის სახელი Beyond The Scene (ქართ. სცენის მიღმა)[19]. 


აღსანიშნავია, რომ როგორც K-Pop ინდუსტრიაშია მიღებული, BTS-ის ფანებს ოფიციალური სახელი აქვს - „არმია“. 2017 წელს კი კომპანიამ ფანების აღმნიშვნელი ლოგოც შექმნა, რომელიც ჯგუფის ლოგოს ერგება და საბოლოო ჯამში ერთ მთლიანობას, გუნდურობას გამოხატავს.




ისტორია დებიუტამდე


Big Hit Entertainment-მა 2010-2011 წლებში ჩაატარა კასტინგი სახელწოდებით „Hit It“, რომლის საშუალებითაც შეარჩიეს BTS-ის პირველი წევრები. წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა 2012 წელს. დებიუტამდე ექვსი თვით ადრე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს საჯარო ცნობადობის მოპოვება Twitter-ის, ვიდეო-ბლოგების, ფან-კაფეს პოსტების, Youtube-სა და SoundCloud-ზე გამოქვეყნებული სიმღერების ქავერ-ვერსიების საშუალებით.


დებიუტამდე Rap Monster ანდერგრაუნდში მოღვაწეობდა და რამდენიმე სიმღერაც გამოუშვა, მათ შორის იყო Zico-სთან ერთად ჩაწერილიც. ჯინი კინოხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო კონკუკის უნივერსიტეტში მანამ, სანამ ქუჩაში შემთხვევით არ შეამჩნიეს და კასტინგზე მიიწვიეს. შუგა, Rap Monster-ის მსგავსად, ტეგუში ანდერგრაუნდული რეპერი იყო. ჯეი-ჰოუპი საკმაოდ აქტიური მოცეკვავე იყო და ქუჩის ცეკვების გუნდ „Neuron"-ის წევრიც. Big Hit-ში მისვლამდე, ჯიმინი პუსანის ხელოვნების სკოლის საუკეთესო მოსწავლე იყო თანამედროვე ცეკვის მიმართულებით, მაგრამ მოგვიანებით სეულში, კორეის ხელოვნების სკოლაში გადავიდა V-სთან ერთად, რომელმაც მის მსგავსად გაიარა Big Hit-ის შერჩევა. ჩონგუქს შვიდი სააგენტოსგან ჰქონდა მოწვევა მას შემდეგ, რაც Superstar K-ს კასტინგში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მან მოგვიანებით Big Hit აირჩია. როგორც თავად აღნიშნა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Rap Monster-მა და სწორედ მის გამო გადაწყვიტა კომპანიის შეთავაზება მიეღო


დებიუტი


BTS-ის „სკოლის ტრილოგიის“ სერიიდან პირველი სადებიუტო ალბომი 2 Cool 4 Skool 2013 წლის 12 ივნისს გამოვიდა, წამყვანი სინგლით „No More Dream“. ალბომმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, როგორც წლის საუკეთესო ახალმა შემსრულებელმა, მათ შორის 2013 წლის Melon Music Awards-ზე, Golden Disc Awards-სა და 2014 წლის Seoul Music Awards-ზე.


2013 წლის 11 სექტემბერს BTS-მა გამოუშვა ალბომი O!RUL8,2, რომელიც შედგება 10 სიმღერისგან და „სკოლის ტრილოგიის“ მეორე ნაწილს წარმოადგენს. მესამე ნაწილ, EP Skool Luv Affair-ის დებიუტი კი 2014 წლის 12 თებერვალს შედგა, წამყვანი სინგლით „Boy in Luv (상남자)“[29], რომლის მუსიკალური ვიდეო 11 თებერვალს გამოქვეყნდა. ალბომმა ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა. BTS მსმენელს 6 აპრილს დაუბრუნდა ახალი მუსიკალური ვიდეოთი „Just One Day (하루만)“.


7 მარტს Big Hit Entertainment-მა გამოაცხადა, რომ სულ მალე BTS იაპონურ ალბომს გამოუშვებდა, რომელიც შედგებოდა უკვე არსებული სიმღერების იაპონური ვერსიებისგან. ალბომი 2 Cool 4 Skool გამოვიდა 23 აპრილს მისი წამყვანი სინგლი იყო იაპონურენოვანი „No More Dream“. 14 ივნისს BTS-მა მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფესტივალში „ხიდი კორეისკენ“, რომლის მიზანიც იყო ამ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის გაძლიერება. ჯგუფი წარმოადგენდა ჟიურის K-Pop-ის ჟანრის ცეკვების ვერსიების კონკურსში და მოგვიანებით თავადაც გამოვიდა სცენაზე, 10 000 მაყურებლის წინაშე[32]. BTS ასევე დაესწრო KCON-ს ლოს-ანჯელესში, 2014 წლის 10 აგვისტოს. 

19 აგვისტოს BTS-მა გამოუშვა პირველი სრული ფორმატის ალბომი Dark & Wild, რომელსაც თან ახლდა წამყვანი სიმღერის „Danger“ მუსიკალური ვიდეო. მოგვიანებით, 21 ოქტომბერს BTS-მა გამოუშვა კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის „War of Hormone (호르몬 전쟁)“[34], რომელიც ასევე ალბომში შედის. ჯამში ამ პერიოდში ჯგუფმა ალბომის 109 098 ეგზემპლარი გაყიდა.

იაპონიაში ჯგუფის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებისთვის BTS-მა 24 დეკემბერს გამოუშვა იაპონური სტუდიური ალბომი Wake Up, რომელიც შეიცავდა არა მხოლოდ არსებული სიმღერების იაპონურ ვერსიებს, არამედ სპეციალურად იაპონიისთვის გამოშვებულ იაპონურენოვან სიმღერებს „Wake Up“ და „The Stars“.

2014 წელს ოქტომბერ-დეკემბერში ჯგუფს ჰქონდა პირველი სამითვიანი საკონცერტო ტურნე 2014 BTS Live Trilogy – Episode II: The Red Bullet, რომლის ფარგლებშიც ჩავიდა სამხრეთ კორეაში, ფილიპინებში, სინგაპურში, იაპონიაში, ტაილანდსა და მალაიზიაში[36]. 2014 წლის Mnet Asian Music Awards-ზე BTS  ნომინირებული იყო კატეგორიებში Best Dance Performance და UnionPay Song Of The Year. ცერემონიალზე კი „Boy in Luv“-ის შესრულების გარდა ჰქონდათ ერთობლივი გამოსვლა Block B-სთან ერთად.


2015: The Most Beautiful Moment in Life, მსოფლიო ტურნე, გაზრდილი პოპულარობა და აღიარება


2015 წელს ჯგუფის პოპულარობა უეცრად გაიზარდა, განსაკუთრებით უცხოურ ბაზარზე. წელი BTS-ისთვის სამი ჯილდოს მოგებით დაიწყო — Bonsang Award, Album Award და World Rookie Award.


2015 წლის 10-19 თებერვალს BTS-მა პირველად გამართა ტურნე იაპონიაში, სახელწოდებით Wake Up: Open Your Eyes . ისინი წარდგნენ 25 000 ფანის წინაშე ტოკიოში, ოსაკაში, ნაგოიასა და ფუკუოკაში. 28 მარტს ჯგუფს მეორე სოლო კონცერტი ჰქონდა კორეაში, სახელწოდებით BTS Live Trilogy – Episode 1: BTS Begins.


29 აპრილს BTS დაუბრუნდა სცენას ახალი ალბომით ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life, Part 1. ივნისში ცნობილმა ამერიკულმა არხმა Fuse იგი 2015 წლის 27 საუკეთესო ალბომთა სიაში შეიყვანა[40]. 5 მაისს, ალბომის წამყვანმა სინგლმა „I Need U“ პირველი ადგილი მოიპოვა SBS MTV-ს The Show-ში[41], რაც BTS-ისთვის პირველი გამარჯვება იყო დებიუტის შემდეგ. საერთო ჯამში, The Most Beautiful Moment in Life, Part 1-ის 200 000-ზე მეტი ასლი გაიყიდა. 


4 ივნისს BTS-მა იაპონიაში დებიუტის 1 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოუშვა მეოთხე იაპონური სინგლი „For You“ და თანმხლები მუსიკალური ვიდეო. სიმღერა გამოშვების დღესვე Oricon-ის დღის ჩარტის სათავეში მოხვდა და იმ დღესვე 42 611 ერთეულის სახით გაიყიდა[43]. 23 ივნისს ჯგუფმა კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, სიმღერისთვის „Dope“, ალბომიდან The Most Beautiful Moment in Life, Part 1. იგი BTS-ის პირველი ვიდეოა, რომელმაც YouTube-ზე 100 მილიონი ნახვა დააგროვა და წარმატების პიკს მიაღწია, როდესაც მოხვდა ბილბორდის მსოფლიო ციფრულ ჩარტში, მესამე პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვით ადრე იყო გამოშვებული . 


BTS-მა გააგრძელა მსოფლიო ტურნე 2015 Live Trilogy Episode: The Red Bullet მალაიზიაში, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. ტურნე დასრულდა 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში Summer Sonic Festival-ის ტურნეში. 15 აგვისტოს ისინი ტოკიოში QVC Marine Field-ში გამოვიდნენ, 16 აგვისტოს კი ოსაკაში წარდგნენ მაყურებლის წინაშე.


ჯგუფი დაბრუნდა 30 ნოემბერს მეორე ალბომით ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life, Part 2. გაიმართა მხარდამჭერი სამდღიანი საკონცერტო ტურნე The Most Beautiful Moment in Life: On Stage, სადაც შესრულდა ალბომის წამყვანი სინგლი „Run“. თავად ალბომი „ბილბორდის მსოფლიო ალბომების“ სათავეში მოხვდა და რამდენიმე კვირით ეს პოზიცია ეკავა, შესაბამისად, BTS იყო პირველი K-pop ჯგუფი, რომელმაც ჩარტში ასეთ წარმატებას მიაღწია. 2015 წლის Mnet-ის აზიური მუსიკის დაჯილდოებაზე კოლექტივს გადაეცა საუკეთესო მსოფლიო შემსრულებლის ჯილდო. ამ ღონისძიებაზე ჯგუფმა შეასრულა „Run“ და აგრეთვე ჰქონდა ერთობლივი გამოსვლა GOT7-თან. 8 დეკემბერს გამოიცა BTS-ის მეხუთე იაპონური სინგლი, „I Need U“-ს იაპონურენოვანი ვერსია.




2016: The Most Beautiful Moment in Life: Young Forever, Youth და Wings

15 მარტს BTS-მა გამოუშვა მეექვსე იაპონური სიმღერა „Run“[51]. 2 მაისს მან გამოუშვა საბოლოო ალბომი ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life: Young Forever. 7-8 მაისს ჩატარდა ორდღიანი კონცერტი სეულის Olympic Gymnastics Arena-ზე, რომელსაც 24 000 თაყვანისმცემელი დაესწრო. შემდეგ ჯგუფმა მოაწყო აზიის ტურნე, რომლის ფარგლებშიც 144 000 ბილეთი გაიყიდა. BTS-მა ასევე მიიღო მონაწილეობა ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში გამართულ KCON-ში.


2016 წლის 7 სექტემბერს BTS-მა გამოუშვა მეორე იაპონური სტუდიური ალბომი Youth, რომლის გაყიდვებმაც 44 000-ს გადააჭარბა გამოშვების პირველივე დღეს და ალბომების დღიური გაყიდვების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა იაპონიაში. 2016 წლის ოქტომბერში „ბილბორდმა“ თავის Social 50-ში BTS ნომერ პირველად დაასახელა, რითიც იგი პირველი კორეული ჯგუფი გახდა, რომელიც ჩარტის სათავეში მოექცა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯგუფი 42 კვირის განმავლობაში არ თმობდა ჩარტის ლიდერობას.


10 ოქტომბერს BTS-მა გამოუშვა მეორე სრული სტუდიური ალბომი Wings, წამყვანი სინგლით „Blood Sweat & Tears“. ამ ალბომის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 500 000-ს მიაღწია პირველივე კვირაში. ალბომი ასევე მოხვდა ბრიტანული ოფიციალური ალბომების ჩარტში, რაც ასევე ისტორიული მიღწევა იყო კორეელი შემსრულებლისთვის. დისკმა აგრეთვე 26-ე ადგილი დაიკავა Billboard 200-ში, რითიც მან აშშ-ში ახალი რეკორდი დაამყარა და გახდა ჩარტში ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი K-Pop ალბომი. მანამდე იგივე რეკორდი დაამყარა 2NE1-ის Crush-მა 2014 წელს ჩარტში 61-ე ადგილით. BTS პირველი კორეელი შემსრულებელია, რომელიც Billboard 200-ში სამჯერ მოხვდა, Wings კი პირველი ალბომია, რომელიც ჩარტში ერთ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ BTS მსოფლიო ალბომების, მსოფლიო ციფრული სინგლების და Social 50-ის ჩარტების სათავეებს ერთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა[6]. ისინი აგრეთვე მოხდნენ Youtube Music Global Top 100-ის სიაში მე-17 ადგილზე ვიდეო ჩარტებში, მე-6 ადგილზე შემსრულებლის ჩარტში და მე-14 ადგილას სიმღერების ჩარტში. ალბომის წამყვან სინგლ „Blood Sweat & Tears“-ს „all-kill“ სტატუსი ჰქონდა, ანუ ყველა კორეულ ჩარტს ლიდერობდა[63]. მისმა მუსიკალურმა ვიდეომ გამოშვებიდან 24 საათში 6 მილიონი ნახვა დააგროვა და K-Pop ჯგუფის მიერ Youtube-ში 24 საათის განმავლობაში დაგროვილი ნახვების რაოდენობაში ახალი რეკორდი დაამყარა.


12-13 ნოემბერს BTS-მა გამართა შეხვედრა თაყვანისმცემლებთან Gocheok Sky Dome-ში, რომელსაც 38 000 ფანი დაესწრო[65]. 19 ნოემბერს ჯგუფმა გამოაცხადა მსოფლიო ტურნე Live Trilogy Episode III: The Wings Tour, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს სამხრეთ კორეაში, ჩილეში, ბრაზილიაში, აშშ-ში, ტაილანდში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, ჰონგ-კონგსა და ავსტრალიაში. ამავე დღეს BTS-მა მოიგო წლის ალბომის ჯილდო ალბომისთვის The Most Beautiful Moment in Life: Young Forever Melon Music-ის დაჯილდოებაზე. დებიუტის შემდეგ ეს BTS-ისთვის იყო პირველი მთავარი ჯილდო, ანუ გრანპრი. 2016 წლის Mnet-ის აზიური მუსიკის დაჯილდოებაზე, 2 დეკემბერს BTS-მა მოიგო მეორე მთავარი ჯილდო - წლის შემსრულებლისთვის. ამგვარად BTS პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმაც აიღო ეს ჯილდო და არ ეკუთვნოდა დიდი სამეულის კომპანიას (S.M, YG და JYP)

2017: You Never Walk Alone და Love Yourself 承 'Her'
2017 წლის თებერვალში BTS-მა მე-5 ადგილი დაიკავა ჟურნალ „Forbes“-ის Korea Power Celebrity-ს სიაში. 13 თებერვალს მან ხელმეორედ გამოუშვა მეორე სრული სტუდიური ალბომი Wings, როგორც You Never Walk Alone. იგი 4 ახალ სიმღერას შეიცავდა. ალბომის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. წამყვანმა სინგლმა „Spring Day“ პირველი ადგილი დაიკავა მთავარ სამხრეთ კორეულ მუსიკალურ ჩარტებში, მაგრამ ამავე დროს, სიმღერის გამოშვებისთანავე, მსმენელთა გადაჭარბებული რაოდენობის გამო Melon-ის საიტი გაითიშა. „Spring Day“-მ მე-15 ადგილი დაიკავა ამერიკული ბილბორდის Bubbling Under Hot 100 Singles ჩარტში. ეს მიღწევა განსაკუთრებული იყო იმის გამოც, რომ სიმღერა თითქმის მთლიანად კორეულ ენაზე იყო და ამერიკაში არანაირი პრომოუშენი არ ჰქონია. „Spring Day“-მ პირველი პოზიცია დაიკავა Gaon Digital Chart-შიც. მუსიკალური ვიდეომ გამოსვლიდან 24 საათში 9 მილიონ ნახვას მიაღწია , რითაც BTS-მა საკუთარ რეკორდს აჯობა („Blood Sweat & Tears“ – 6 მილიონი), თუმცა ერთი კვირის შემდეგ გამოშვებულმა BTS-ის კიდევ ერთმა ახალმა ვიდეომ სიმღერისთვის „Not Today“ ამ რეკორდსაც აჯობა და 24 საათში 10 მილიონი ნახვა დააგროვა.


21 მაისს BTS-მა მოიგო Top Social Artist-ის ჯილდო Billboard Music Awards-ის ცერემონიალზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კორეელმა შემსრულებელმა BBMA-ზე გაიმარჯვა.


BTS-მა 2017 წლის 18 სექტემბერს გამოუშვა მეხუთე მინიალბომი Love Yourself 承 'Her'. მასში შედის „Best of M“, რომელიც ჯგუფმა The Chainsmokers-ის ენდრიუ ტეგარტთან ერთად ჩაწერა. 25 სექტემბერს ახალი სიმღერის „DNA“ გამოშვების შემდეგ BTS პირველად მოხვდა Billboard Hot 100-ში, 85-ე ადგილზე. ეს ისტორიული ფაქტია ორი რამის გამო - BTS პირველი K-Pop ჯგუფია, რომელიც ამ ჩარტში მოხვდა, ხოლო „DNA“ პირველი კორეული სიმღერაა

ჯგუფის წევრები


Rap Monster (კორ. 랩몬스터) - ნამდვილი სახელი კიმ ნამ-ჯუნი (კორ.:김남준), დაიბადა 1994 წლის 12 სექტემბერს ილსანში, სამხრეთი კორეა.


ჯინი - Jin (კორ. 진) - ნამდვილი სახელი კიმ სოკ-ჯინი (კორ.:김석진), დაიბადა 1992 წლის 4 დეკემბერს კვაჩხონში, სამხრეთი კორეა


შუგა - Suga (კორ. 슈가) - ნამდვილი სახელი მინ იუნ-გი (კორ.:민윤기), დაიბადა 1993 წლის 9 მარტს ტეგუში, სამხრეთი კორეა.


ჯეი-ჰოუპი - J-Hope (კორ. 제이홉) - ნამდვილი სახელი ჯონ ჰო-სოკი (კორ.:전호석), დაიბადა 1994 წლის 18 თებერვალს კვანჯუში, სამხრეთი კორეა.


ჯიმინი - Jimin (კორ. 지민?) - ნამდვილი სახელი პაკ ჯი-მინი (კორ.:박 지민), დაიბადა 1995 წლის 13 ოქტომბერს პუსანში, სამხრეთი კორეა.


ვი - V (კორ. 뷔) - ნამდვილი სახელი კიმ თე-იონგი (კორ.:김태형), დაიბადა 1995 წლის 30 დეკემბერს ტეგუში, სამხრეთი კორეა.


ჯონგუქი - (კორ. 정국) - ნამდვილი სახელი ჯეონ ჯონ-გუკი (კორ.:전정국), დაიბადა 1997 წლის 1 სექტემბერს პუსანში, სამხრეთი კორეა.
avatar
Admin
Admin

Posts : 8277
Join date : 14.01.14

View user profile http://chrome.forumcanadien.org

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum