1001 ღამე//binbir gece
2 posters
Page 1 of 1
1001 ღამე//binbir gece
შეჰერაზალდი არის ქვრივი ქალი რომელიც ხუთი წლის ბიჭს ზრდის.მეუღლე მაშინ დაეღუპა,როდესაც ქაანი 1 წლის იყო.მამამთილისთვის არასასურველი რძალი მოკვეთილი იქნა მისი ოჯახიდან მას შემდეგ რაც საუცხოო შვილმა ის მოიყვანა.შეჰერაზალდი სულ მარტოა პრობლემების პირისპირ.ერთხელაც ის იწყებს მუშაობას არქიტექტორად ცნობილ ფირმაში და სახელს იხვეჭს.მისი შვილი ავადაა,ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება მაგრამ ორასი ათასიანი ოპერაციის ფული დედას არ აქვს.ერთხელაც ის არჩევანის წინაშე დგება,ფული როგორმე უნდა იშოვოს.შეჰერაზალდი ახერხებს ისესხოს 50 000 მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო.მდიდარი მამამთილი თითსაც არ ანძრევს შვილიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.შეჰერაზალდი მიდის სამსახურში და უფროსს,ონურს სთხოვს კომპანიიდან სესხი გამოუყოს.ონური ტრაგიკული წარსულის მქონე კაცია,რომელსაც არ სწამს ქალების.ძლიერ ნატკენია იმ ქალისგან,ვინც მას ბოლოს ჰყავდა.მისი დევიზია"ქალებს გრძნობები არ გააჩნიათ,მათ მხოლოდ ფული სჭირდებათ" და მისი აზრით მხოლოდ დედა შეიძლება იყოს წმინდანი.შეჰერაზალდი კომპანიაში ვერ ამხელს იმ მიზეზებს რისთვისაც ფული ესაჭიროება,რადგან მან შილის არსებობის შესახებ დამალა.მცირეწლოვანი ბავშვის დედას არ შეეძლო ფირმაში დაეწყო მუშაობა მაგრამ მან იცრუა.ონური,რომელიც პირველივე დღიდანაა შეჰერაზალდით გატაცებული მას გამოცდას უწყობს და ეუბნება"მიიღებ ფულს ჩემთან გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ"სასოწარკვეთილი დედა სთანხმდება.
გადის ერთი ღამე და უფროსის და ხელქვეითის ცხოვრებაში ყველაფერი ჩვეულებრივადაა.ონური გაწბილებულია,რადგან აღმოაჩინა რომ მისმა საყვარელმა ქალმა სხეული გაყიდა პროფესიული წარმატებისთვის,თუმცა ის მალე სიმართლეს იგებს და თავს დამნაშავედ გრძნობს.ამიტომაც იწყებს ბრძლას საყვარელი ქალის პატიების მოსაპოვებლად!
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum