მეზობლები
4 posters
Page 1 of 1
მეზობლები
http://www.myvideo.ge/?video_id=1232098
”მეზობლები” ასე ჰქვია რუთავი 2 -ის ახალ სერიალს, რომელიც 5 მარტიდან ყოველ შაბათ-კვირას გავა 22:00-ზე.
15 იანვრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი კომედიური სერიალი „მეზობლები“ იწყება. კასტინგი ოქტომბერში ორიგინალური პრომოთი გამოცხადდა. გვანცა დარასელიამ, მანიკა ასათიანმა და დებმა ქორქიებმა, მაყურებელს კომედიური სერიალის კასტინგის დაწყების შესახებ აუწყეს. ეძებდნენ შედარებით დიდი ასაკის 5 გმირს, რომლებიც სერიალში მთავარ როლს შეასრულებდნენ.
სატელევიზიო იუმორისტული სერიალი კალმახელიძეების ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი გმირი სევერიან (სოსო) კალმახელიძე, სპორტული ჟურნალისტია. ცოლი და 3 შვილი ჰყავს. ასევე, დედ-მამა, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ და მათ გამო ოჯახში ხშირად აქვს პრობლემები. ჰყავს პატრულის თანამშრომელი ძმა, რომელმაც ცხოვრებაში მასზე მეტს მიაღწია, თუმცა მშობლების საყვარელ შვილად მაინც სოსო რჩება.
„რუსთავი 2“-ის და „დისფიქჩერსის“ ერთობლივი პროექტი ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გავა. გადაღებები დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყება. რეჟისორი დათო იმედაშვილი იქნება. ერთთვიანი კასტინგის შემდეგ, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები უკვე შერჩეულები არიან.
დათო იმედაშვილი: „გადაღებებს უკვე მალე დავიწყებთ. ყველა მსახიობი შევარჩიეთ და ამით კმაყოფილი ვარ. პირველ სეზონზე ეთერში 54 სერია გავა, სულ 110 სერიის გადაღება გვაქვს დაგეგმილი“.
35 წლის სევერიან (სოსო) კალმახელიძის როლს 38 წლის ირაკლი ჩოლოყაშვილი ითამაშებს. მისი გმირი საბურთალოზე მეუღლე ქეთისთან და სამ შვილთან ერთდ ცხოვრობს. სპორტული ჟურნალისტის ოჯახის სხვა წევრები მეზობელ ბინაში ცხოვრობენ. დაუცველი, განებივრებული და ეგოისტი სოსო, ოჯახში მყარი პოზიციის დაჭებას ვერასდროს ახერხებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას შეიძლება დედასთან კონფლიქტი მოყვეს. სერიალის მიმდინარეობისას ირკვევა, რომ სოსო მშობლებს ძმაზე მეტად უყვართ. ცოლთან ხშირად კამათობს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, სოსოს ტელევიზორში სპორტული გადაცემების ყურება ურჩევნია. ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა მოვალეობას ცოლს ანდობს და იძულების გარეშე ოჯახში არანაირ საქმეს არ აკეთებს. ყოველ ღამე, ლოგინში, ცოლ-ქმრის ხანგრძლივი დიალოგი, სერიალის რეგულარული სცენა იქნება.
ირაკლი ჩოლოყაშვილი: „მართალია ჩემი ძმის გმირი ცხოვრებაში უფრო შემდგარი ადამიანია, მაგრამ ჩემსას უფრო უმართლებს. ის სპორტული ჟურნალისტია და ოჯახში ძირითადი კონფლიქტი იმაზეა, რომ მშობლები მათთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ. დედ-მამა მათთან სახლში ყოველთვის უდროო დროს და დაუკითხავად შემოდიან. ჩემი გმირი ცოლთან თავს იმართლებს და ცდილობს გამოუვალი სიტუაციებიდან გამოძვრეს. ტყუილებს იგონებენ, რომ ვითომ სახლიდან მიდიან, მაგრამ მშობლები მათთან მაინც მოდიან და ა.შ. ცხოვრებაში სპორტთან არც ისე ახლოს ვარ. ფეხბურთს ხანდახან ვუყურებ ხოლმე, მაგრამ როლი სათამაშოდ საინტერესოა და მომწონს“.
სოსოს ცოლის როლს ეკა მოლოდინაშვილი ითამაშებს. 33 წლის ქეთი კალმახელიძე დიასახლისია. სოსოს მოურიდებელი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი დედის ატანა, მას ყველაზე მეტად აწუხებს. ამტკიცებს, რომ მას არ აფასებენ და ბავშვების მოვლით ძალიან გადაღლილია.
ეკა მოლოდინაშვილი: „ჯერჯერობით გადაღებები არ დაწყებულა და ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ჩემი გმირი ჩვეულებრივი დიასახლისია, რომელსაც ქმრის ოჯახის წევრები მუდმივად აწუხებენ. მგონი არავისთვის არ არის ეს სიტუაცია მისაღები და ჩემს პიროვნებასთანაც ნამდვილად არ არის გაიგივებული. ცოტა სხვანაირი ტიპია, მაგრამ ეს ხომ კომედიური სერიალია..“
სოსოს ძმა,37 წლის ნოდარი, პატრულის თანამშრომელია. უფროსი ძმის როლი მუსკომედიის თეატრის მსახიობს ლაშა რამიშვილს ერგო. მის გმირს ბევრი უცნაურობა ახასიათებს, თუმცა მზრუნველი ბიძა და ძმაა. ნოდარი თავს დაუცველად გრძნობს და განიცდის, რომ სოსო მათი მშობლების საყვარელი შვილია. ორმეტრიანი ნოდარი დახელოვნებული მოცეკვავეც არის. 5 წელია საპატრულო პოლიციას ემსახურება და სერიალის ბოლოს ლეიტენანტის წოდებასაც მიანიჭებენ.
ქალბატონი ლია კალმახელიძე 58 წლისაა და ზედმეტად მზრუნველი ადამიანი, კარგი კულინარი და დიასახლისია. გალინა პატარიძის გმირი რძალს მუდმივად აკრიტიკებს, ჭკუას არიგებს და ეწინააღმდეგება. სამაგიეროდ ნოდარს ანებივრებს.
დავით დვალიშვილის გმირი, 60 წლის ბიჭიკო, საკმაოდ უხეში და აუტანელი ხასიათის ადამიანია. გრძნობების გამომჟღავნება არ უყვარს და გარშემომყოფებს შეურაცხყოფს. ის პენსიაზე გასული ბუღალტერი, უძრავი ქონების აგენტი და ომის ვეტერანია. ამის გამო ხშირად ტრაბახობს, რაც შვილებს ძალიან აღიზიანებთ
Re: მეზობლები
რუსთავმა ამ ზაფხულს განმეორებით დაიწყო ამის ჩვენება და ვუყურებ არცისე დებილობა ყოფილა ისიყო კაი სოსოს ძმამ რომ თქვა სოსო ხო ყვლასუყვარს რა :D
aracely2- Posts : 1582
Join date : 24.02.14
Re: მეზობლები
და მერე დედამისმა ნოდარისთან სოსოს ქება დაიწყო და ნოდარმა სოსო ხო ყველას უყვარს რა და ისე გათავდა
aracely2- Posts : 1582
Join date : 24.02.14
Re: მეზობლები
სანტამ უთხრა ვილის მეაღარ მიყვარხარო და ეს პატარა ვილიმ გაიგონა
aracely2- Posts : 1582
Join date : 24.02.14
Re: მეზობლები
დღესაც ვუყურე სოსომ თავის ცოლს ბეჭედი რომ მოპარა ყალბი რომ ეგოონა და ბრილიანტში რომ გადაცვალა
Re: მეზობლები
ხო სულელი თურმე მის ცოლს რომ დაგაუცლია უკვე ბებიამისის ბრილიანტში 15ათასი ღირდა ეგ ბრილიანტი ამას ყალბი ეგონა და სხვა ბრილიანტი ჩასვაAdmin wrote:დღესაც ვუყურე სოსომ თავის ცოლს ბეჭედი რომ მოპარა ყალბი რომ ეგოონა და ბრილიანტში რომ გადაცვალა
La patrona- Posts : 1254
Join date : 24.02.14
Re: მეზობლები
დააბრუნეთ რა მეზობები რაა მაგარი იყო ძალიან
ana- moderator
- Posts : 3993
Join date : 26.01.14
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum